03:20 - 16 Jun, 2019
2019-05-25 22:27:17, 1676 ნახვა
აზერბაიჯანმა მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩერა

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტირიიდან ამ დროისათვის ტექნიკა გაყვანილია, თუმცა გზა ძალიან ახლოს არის მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც დღეს დავით გარეჯში ჩავიდა.

მისი თქმით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარესთან დიალოგის შემდგომ მიღწეული იყო მოლაპარაკება სამუშაოების შეწყვეტის შესახებ, თუმცა დილით ტერიტორიაზე ტექნიკა ისევ გამოჩნდა.

„გუშინ დასრულდა მოლაპარაკებები და დღეს ტექნიკა გაყვანილია. უბრალოდ, დილას კიდევ რომ მუშაობდა ეს ტექნიკა, რამაც გამოიწვია რიგი გაუგებრობები.

გზა ბოლომდე არაა მიყვანილი. რომ არა ეს მოლაპარაკებები ალბათ გზას ბოლომდე მიიყვანდნენ. იქ დარჩენილი მონაკვეთი აღარ მუშავდება. გზა აღარ გაჰყავთ და სამუშაოები გაჩერებულია”, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს, ქედს მიღმა დაბლობში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ არის სამი მოცემულობა – ტერიტორია, რომელიც არის ქედს მიღმა დაბლობი და ეს აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, ამასთან, არის თავად დავით გარეჯის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და კიდევ – ერთი მესამედი სადავო ტერიტორია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics