02:49 - 16 Jun, 2019
2019-05-25 11:46:57, 221 ნახვა
გიორგი ხანიშვილი: საფრანგეთის ფინანსური კონტრიბუცია აგრარული დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია

„საფრანგეთის მხარის ფინანსური კონტრიბუცია მესაქონლეობის, ხორბლის წარმოების და კოოპერაციული მეურნეობების განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. საფრანგეთი ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ილ დე ფრანსის რეგიონული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ჟერომ შარტიესთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩთან,  პასკალ მენიესთან  გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის დარგობრივი განათლების და კვების მრეწველობის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

გიორგი ხანიშვილმა ჟერომ შარტიეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და ყურადღება  დარგის პრიორიტეტულობის საკითხზე გაამახვილა.

„საფრანგეთს მდიდარი ეკონომიკა აქვს, თუმცა, საქართველო მდიდარია  წარმატების მიღწევის პოტენციალის მქონე ადამიანებით. ჩვენი დიდი სურვილია, აგრარული დარგის განვითარებით საქართველოს დავეხმაროთ უკეთესი ეკონომიკის მშენებლობაში“, - განაცხადა ჟერომ შარტიემ.

ჟერომ შარტიემ დაადასტურა ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის საკითხი და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics