02:51 - 16 Jun, 2019
2019-05-25 11:08:39, 203 ნახვა
თბილისის ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს

თბილისის საბავშვო  ბაგა-ბაღებს, მომავალი კვირიდან, საკვები პროდუქტებით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ერთკვირიანი მუშაობის შედეგად მიიღეს.

მერიის ინფორმაციით, ამ პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა.

მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია "მზიური", რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება (თვეში 4500 სავაჭრო ობიექტის მომარაგებას ახდენს). კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე.

პირველ ეტაპზე, 27 მაისიდან, კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღის კვებით მომარაგებას.

აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება“, - ნათქვამია გნაცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics