03:24 - 16 Jun, 2019
2019-05-25 11:04:07, 325 ნახვა
თოლორაია აღაიანში მომხდარზე: 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ სოფელ აღაიანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ჟურნალისტის კითხვაზე, დადგება თუ არა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის გამო, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ეს არის დანაშაული და გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის. 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი ეს არის დანაშაული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დღის წესრიგში დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics