03:23 - 16 Jun, 2019
2019-05-25 10:43:21, 281 ნახვა
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებულს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ბრალდებული  გ.ჭ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ჭ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 23 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის" კონსტრუქციის ავტომატებისთვის - ,,AK-47", ,,AKC-47", ,,AKM", კარაბინისთვის ,,СКС", ხელის ტყვიამფრქვევებისთვის ,,РПД",  ,,РПК" და სხვა., რასაც 2018 წლის 31 აგვისტომდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ.თბილისში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში.

„სამართალდამცველებმა გ.ჭ. 2018 წლის 31 აგვისტოს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჭ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics