02:53 - 16 Jun, 2019
2019-05-25 10:23:56, 286 ნახვა
შსს-მ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში  დააკავეს 1991 წელს დაბადებული ა.ნ.,  წალკაში კი -1983 წელს დაბადებული თ.ქ. და 1986 წელს დაბადებული თ.მ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით,  მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი.

გამოძიება სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics