03:04 - 16 Jun, 2019
2019-05-25 10:01:24, 171 ნახვა
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება.

 ამის შესახებ  ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„24 მაისს, კომისიაში  გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია,  საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 126)“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics