02:51 - 16 Jun, 2019
2019-05-25 03:17:33, 181 ნახვა
აზერბაიჯანელი და ქართველი სპეციალისტები დავით გარეჯის მონაკვეთს დაათვალიერებენ

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებსერთობლივად დაათვალიერებენ.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.

„23-24 მაისს ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა.

ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ასევე მოხდა ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის დეტალური განხილვა. სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების, ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე ექსპერტების დონეზე. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან. მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომის თბილისში გამართვის თაობაზე. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics