03:03 - 16 Jun, 2019
2019-05-23 22:17:16, 284 ნახვა
მამუკა ბახტაძე - მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია

მდგომარეობა მართლაც მძიმეა და მინდა გითხრათ, რომ მაღაროელების მოთხოვნა სრულიად სამართლიანია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში", ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაური თხოვნით მიმართავს ორივე მხარეს, ინტენსიური დიალოგის შედეგად  კონსესუსი მოიძებნოს, რათა საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით. 

„როდესაც ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადგილზე  ჯანდაცვის მომსახურების წვდომა, კვების გაუმჯობესება და შრომის უსაფრთხოება, ეს არის საკითხები, რომელიც მყისიერად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ეს პრობლემა ზოგადად, არ უნდა დამდგარიყო. იქ არსებობს კიდევ სხვა ტიპის სოციალური მოთხოვნები, რომელსაც აქვს საფუძველი. მე ვიცი, რომ კომპანიამ გააკეთა წინადადება და მე კიდევ ერთხელ მსურს ყველას ვთხოვო, რომ ინტენსიური დიალოგის შედეგად რაღაც კონსესუსი ჩამოყალიბდეს, რომ საწარმომ რაც შეიძლება დროულად განაახლოს მუშაობა ახალი პირობებით. მაღაროელების ის მოთხოვნები, რომელიც მე პირადად ვნახე და წავიკითხე, არის სრულიად სამართლიანი. ის მიმართულებები, რომელიც მე ჩამოვთვალე, მყისიერად უმოკლეს ვადაში უნდა იყოს დაკმაყოფილებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამ პროცესის გამო მაღაროელებს  სამსახურის გარეშე დარჩენა ხომ არ ემუქრებათ, პრემიერმა აღნიშნა, რომ არცერთი სამუშაო ადგილი არ არის დასაკარგი.

„არცერთი სამუშაო ადგილი არ გვაქვს დასაკარგი, პირიქით - რაც შეიძლება მეტი უნდა შევქმნათ. ეს არის ჩემი სულისკვეთება. აქედან გამომდინარეა სწორედ ჩემი თხოვნაც. კომპანიამ გააკეთა წინადადება. ახლა აუცილებელია ემოციების გარეშე მოხდეს სწრაფი მოლაპარაკებები, კონსესუსის გამოძებნა, რომ საწარმომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება, ამ ადამიანებმა განაახლონ სამუშაო პროცესი და აიღონ ხელფასი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics