02:49 - 16 Jun, 2019
2019-05-23 17:58:11, 405 ნახვა
7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეეფარდა

სოფელ აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. არასრულწლოვან გოგონას სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. 

სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. 

ცნობისთვის, 22 მაისს კასპში, არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი მოკლა

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics