02:53 - 16 Jun, 2019
2019-05-23 12:08:28, 537 ნახვა
The Times: ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი თანამდებობას სავარაუდოდ, 24 მაისს დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ შესაძლოა თანამდებობა ხვალ, 24 მაისს დატოვოს, - ამის შესახებ The Times იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამის განცხადებას, პრემიერი სავარაუდოდ, კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსანთან გრემ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. 

აღსანიშნავია, რომ მეიმ გადადგომის შესახებ მანამდეც განაცხადა. კერძოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ ის თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, როდესაც "ბრექსითის" შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებენ. 22 მაისს თემთა პალატის ლიდერმა ანდრეა ლიდსომმა თანამდებობა დატოვა. მან ტერეზა მეის წინადადებაზე, ჩატარდეს Brexit-ის მეორე ტური, უარი განაცხადა. ის გახდა 36-ე მინისტრი, რომელმაც მეის პრემიერობისას თანამდებობა დატოვა. 

 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics