02:51 - 16 Jun, 2019
2019-05-23 11:41:01, 470 ნახვა
დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო

დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები იწყება, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირის 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დაახლოებით 427 მილიონი ადამიანი მივა.

მედიის ცნობით, ხმის მიცემის პროცესი 4 დღეს გაგრძელდება, ხოლო შედეგები 26 მაისს გახდება ცნობილი. საკუთარ არჩევანს პირველები ბრიტანელები და ნიდერლანდელები დააფიქსირებენ. პარასკევს არჩევანს ირლანდიელები დააფიქსირებენ. შაბათს არჩევნები ჩატარდება ლიტვაში, მალტასა და სლოვაკეთში, დანარჩენი ქვეყნები კი მათ კვირას შეუერთდებიან.

ამასთან, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და კვიპროსზე ხმის მიცემა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩევლებს ჯარიმა ემუქრებათ. ევროპარლამენტში 751 ადგილია, დიდ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი 705 ადგილი დარჩებოდა.

ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო არჩევნები 2014 წლის 22-25 მაისს გაიმართა.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics