02:49 - 16 Jun, 2019
2019-05-23 10:11:52, 402 ნახვა
მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სთხოვა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სააკაშვილის ადვოკატზე რუსლან ჩერნოლუცკზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადვოკატმა შესაბამისი წერილით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე მიმართა. 

„ყველა იურისტი ამტკიცებს, რომ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა. რადგან უკრაინის კონსტიტუციით არ შეიძლება მოქალაქეობის ჩამორთმევა, ხოლო საერთაშორისო სამართლის პრინციპებით არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება“ - ნათქვამია წერილში, რომელიც სააკაშვილმა ადვოკატს გადასცა. 

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ მას არ სჭირდება თანამდებობები. 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics