07:16 - 20 Jul, 2019
2019-05-21 15:08:40, 2005 ნახვა
თავდაცვის ძალების დღე ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას პატივსაცემად და საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ში საქართველოს საელჩოში მიღება გაიმართა. საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აღსანიშნავად ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მადლობის ნიშნად თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელს „გენერალ მაზნიაშვილის“ მედალი გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მიღებას აშშ-ის აკადემიური წრის, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები დაესწრნენ. პენტაგონიდან მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას  ყურადღება  საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ მრავალეროვნულ წვრთნებსა და ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელების ამერიკელ პარტნიორებთან მხარდამხარ მსახურზე გაამახვილეს.  

ღონისძიებას დაესწრნენ ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრები, რომლებიც ამჟამად აშშ-ის სხვადასხვა უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლობენ. მიღებაზე იმყოფებოდა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაჭრილი ქართველი მშვიდობისმყოფელი, ლეიტენანტი ივერი ბუაძეც, რომელიც ვაშინგტონში უალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსს გადის.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე - იუსტიციის მინისტრის ბრიფინგი






ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2 მისია
საქართველო სახიფათო რეგიონი ხდება - გავრილოვი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics