02:48 - 16 Jun, 2019
2019-05-19 20:00:46, 1579 ნახვა
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

საქართველოში, რამდენიმე ოლქში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.

საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა.

არჩევნები სულ 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოში, ყველაზე დაბალი კი, მთაწმინდის ოლქში დაფიქსირდა. რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, აქტივობა ასეთია: თბილისი - მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 26.6% ( 43908 ამომრჩეველი); საგარეჯო: 67.8% (456 ამომრჩეველი); ახმეტა: 44.1% (1220 ამომრჩეველი); მარნეული: 27.2% (99717 ამომრჩეველი); ადიგენი: 45.8% (1124 ამომრჩეველი); ზესტაფონი: 37% (54943 ამომრჩეველი); ჭიათურა: 37% (42896 ამომრჩეველი); ტყიბული: 33.9% (3563 ამომრჩეველი); წყალტუბო: 40.9 (4215 ამომრჩეველი); ოზურგეთი: 37.4 (5089 ამომრჩეველი); ზუგდიდი: 38.6 (120837 ამომრჩეველი); ხულო: 49.5 (24123 ამომრჩეველი).

რაც შეეხება დარღვევებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17:00 საათის მონაცემებით, 68 საჩივარია შესული. აქედან 20 საჩივარი მარნეულში დაფიქსირდა, 5 - ზესტაფონში, 11 - ხულოში, ზუგდიდში კი, 30. გარდა ამისა, თითო საჩივარია შესული ოზურგეთისა და მთაწმინდის საარჩევნო კომისიებში. საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხება.

არჩევნებს 49  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი აშუქებს. ასევე, საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556  წარმომადგენელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics