02:49 - 16 Jun, 2019
2019-05-17 14:39:22, 1302 ნახვა
ინტერნეტში ცნობილი უჟმური კატა 7 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული „უჟმური კატა“​ Grumpy Cat 7 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისმა პატრონმა კატის კუთვნილ "ინსტაგრამის" გვერდზე დაწერა.

"ტარტარის სოუსი", ასე ერქვა კატას, რომელიც სახლში, პატრონის ხელში 14 მაისს დილით გარდაიცვალა.

"Grumpy Cat-მა მილიონობით ადამიანს მათთვის ყველაზე რთულ დროს ღიმილს ჩუქნიდა"-წერს ტაბატა, ტარტარის პატრონი. ცხოველის სიკვდილის მიზეზი ეხლახანს გადატანილი ინფექციური დაავადება გახდა.

Grumpy Cat-მა პოპულარობა 2012 წელს სოციალურ ქსელებში მოიპოვა. არაჩვეულებრივი კატის სურათები, მემები და პოსტერები Reddit-ზე გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტ-მომხმარებლებში სიმპატია გამოიწვია. მასზე ხატავდნენ კომიქსებს, იღებდნენ ვიდეოებს და აკეთებდნენ სათამაშოებს. 

 




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ლგბტ მხარდამჭერების და მოწინაღმდეეგების აქცია - პირდაპირი






რა პოლიტიკის ნაწილია საპატრიარქოში სიძულვილის ქადაგება და ძალადობისკენ მოწოდება?
რუსუდან გოცირიძე - 17 მაისი ყოველ დღე მეორდება აგრესიით და სიძულვილით

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics