13:59 - 22 Aug, 2019
2019-05-16 15:32:01, 404 ნახვა
„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა

„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. „ევროპულ საქართველოს“ კითხვა საბანკო რეგულაციების საკითხზე აქვს გადაგზავნილი.

პირველი ინტერპელაციის დროს, პარლამენტში სწორედ მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მაშინ ის სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გასაცემად, ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სასაუბროდ დაიბარა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე, მაისის თვის ბოლო პარასკევს წარსდგება.

"მაისის ბოლო პარასკევი პარლამენტში ინტერპელაციის დღეა, შესაბამისად, ოპოზიციას სრული შესაძლებლობა და უფლება აქვს,  დაიბაროს ნებისმიერი პირი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics