13:21 - 22 Aug, 2019
2019-05-16 15:28:54, 350 ნახვა
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება

"როდესაც ვერაფერზე ესაუბრებიან ამომრჩევლებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ესკალაციის საშუალებით მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„თუ ვინმეს ინტერესშია, მშვიდი, მშვიდობიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ თავად სიმშვიდე და არ უზრუნველყონ ვითარების ხელოვნურად ესკალაცია. ეს არ შედის სამართლიანი არჩევნების ინტერესებში, მშვიდი, მშვიდობიანი არჩევნების ინტერესებში. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს სწორედ ასეთი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ვიდეოები წინასაარჩევნო ტრადიციად იქცა.

„ეს ფარული ჩანაწერები იქცა ჩვენი არჩევნების ლამაზ ტრადიციად. რა თქმა უნდა, ბრჭყალებში ლამაზ ტრადიციად. ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ, რომ ქვეყნდება გარკვეული ჩანაწერები. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩაძიება და ამ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებსაც უნდა მოვუწოდო, რომ ჩაეძიონ ამ ინფორმაციას, ნახონ, რამდენად ავთენტურია ეს ინფორმაცია, რამდენად არის საუბარი იქ ისეთ ფაქტეზე, რომელსაც სინამდვილეში შეიძლება, ჰქონოდა ადგილი. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ ყველაფერს პასუხი. თუმცა, ეს „ლამაზი ტრადიცია“ ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics