19:32 - 17 Jul, 2019
2019-05-15 19:53:59, 350 ნახვა
თურნავა: ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას

„ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის  გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია" - ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა ყაზახეთში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

„ყაზახეთთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - ეს არის ე.წ. „საგზაო რუკა" ვაჭრობის სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომ გავაფართოვოთ ორმხრივი ვაჭრობა. ერთობლივად ავიღეთ ორიენტირი, რომ დღევანდელი საერთო სავაჭრო ბრუნვა გავაორმაგოთ უახლოეს ორ წელიწადში და ეს სრულიად მიღწევადია. ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა განვიხილეთ და ვფიქრობთ, რომ ყაზახეთთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება-განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics