18:48 - 17 Jul, 2019
2019-05-15 13:07:47, 316 ნახვა
16-18 მაისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 მაისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე გაიზრდება.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნელექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმოვლობაში ნალექების და სეტყვის მაქსიმუმი მოდის სწორედ მაისის თვეზე. სადამკვირვებლო ქსელიდან შემოსული მონაცემეის საფუძველზე, გასული დღეების განმავლობაში კახეთის რეგიონში, კერძოდ ქ. ლაგოდეხში 4-5 მაისს 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 125 მმ. მსგავსი სიძლიერის წვიმა აღინიშნა 2006 წელს, როდესაც 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 14 მაისს შეადგინა 128 მმ და 2011წ.-100 მმ.

,,თელავში წელს პირველად დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 93 მმ. სტატისტიკური მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთი სიძლიერის წვიმა ქ. თელავში მაისის თვეში არ დაფიქსირებულა. ქ. თელავში 1981წ. 15 მაისს დაფიქსირდა 62 მმ, ხოლო 2005წ.-58 მმ. აღმოსავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექი განპირობებულია კავკასიის ჩრდილოეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით.

სტატისტიკური მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში მაისის თვეში სეტყვის შემთხვევები ხშირია. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ძლიერი სეტყვა აღინიშნა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კახეთში. 2014 წელი: წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბეშეთი, თელავი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი. 2015 წელი: თელავი, საგარეჯო, კურდღელაური, შიბლიანი, ყანდაურა, კაკაბეთი, კისისხევი. 2016 წელს მაისის თვეში დაისეტყვა კახეთის 16 სოფელი, 2017 წელს-38 სოფელი, 2018 წელს კი 5 სოფელი. სპეციალისტების განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველო დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, მაისის და ზაფხულის თვეებში ხასიათდება სეტყვის ხშირი შემთხვევებით, რაც ძირითადად განპირობებულია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით.

რაც შეეხება თბილისს, 2019 წ. 12 მაისს 20 წუთში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 22 მმ, რაც ქ. თბილისისთვის არ წარმოადგენს რაიმე ანომალიას. სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წ. 19 მაისს თბილისში 12 საათში მოვიდა 94 მმ.




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics