19:17 - 17 Jul, 2019
2019-05-15 11:57:35, 456 ნახვა
ანატოლი ბიბილოვი: გვსურს, ირანმა სამხრეთ ოსეთი აღიაროს [ვიდეო]

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ირანი ოკუპირებულ ცხინვალს ადრე თუ გვიან დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს.

როგორც ბიბილოვმა ირანელი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ირანთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს. 

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს ირანთან ურთიერთობის დალაგება. გვსურს, რომ საბოლოოდ, ირანმა სამხრეთ ოსეთი აღიაროს. ეს ოსებისთვის ნათესაურად ახლო სახელმწიფოა. ჩვენი ენა ენების ინდო-ირანულ ჯგუფს განეკუთვნება. რა თქმა უნდა, მოგვინდებოდა ირანთან ურთიერთობის დალაგება. უფრო მეტიც, ასეთი მცდელობები და კონკრეტული ნაბიჯები სამხრეთ ოსეთში იდგმება", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვი.

გარდა ამისა, ბიბილოვმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების დამყარება არის შესაძლებელი. 

"მაშინაც კი, თუ არ არსებობს პოლიტიკური ურთიერთობები, არსებობს კულტურა, რომელზეც პოლიტიკას ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს. ამიტომ, კარგი იქნებოა ჩვენ ეროვნულ ანსამბლს ირანში კონცერტი რომ გაემართა და პირიქით, ვინმე ირანიდან, რომ ჩამოსულიყო ჩვენთან", - დასძინა მან.








ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics