09:43 - 22 Aug, 2019
2019-05-15 12:01:24, 432 ნახვა
კალაძე: ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით იზრდება იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება დაფინანსებით ისარგებლოს

"ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით იზრდება იმ პირთა წრე, ვინც შეიძლება ვაუჩერული დაფინანსებით ისარგებლოს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაზემ განმარტა, არიან მძღოლები, რომლებმაც ტაქსის ლიცენზიის აღების შემდეგ შეცვალეს ავტომობილები, ამიტომ ვაუჩერს ვერ იყენებენ. 

"ჩვენი გადაწყვეტილებით, პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, სატრანსპორტო საშუალებების შეცვლისა და ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები 1-ელი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. ასევე, მნიშვნელოვანი შეღავათი დავუშვით 11 ოქტომბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვის მფლობელებზე. მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ, თუმცა თუ ეს პირები ფლობენ არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს, ისინი ასევე შეძლებენ ვაუჩერების მიღებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics