11:10 - 24 Aug, 2019
2019-05-15 12:04:04, 363 ნახვა
სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტირებაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსი დასრულდა, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონკურსში ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers-მა გაიმარჯვა.

„სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიმართულებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა გავრცელებული. ასევე, გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რათა თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი პროექტირებაზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია - ILF Consulting Engineers Austria GmbH-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ორივე ხაზისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება (მიზანშეწონილობის ანალიზი) უნდა განახორციელოს. ასევე, მოამზადოს პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კვლევის შედეგად, გამოიკვეთება, რამდენად არის შესაძლებელი რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება.

„საკონკურსო პროექტის ბიუჯეტი 12 762 530 ლარია და ის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს. შემდეგ, როდესაც სრული დოკუმენტაცია გვექნება, მშენებლობის დაწყებაზე ტენდერს გამოვაცხადებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics