13:57 - 20 Aug, 2019
2019-05-15 11:05:26, 355 ნახვა
რულოვსი - დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ რეაგირებას, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება

გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ წევრები  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა დიპლომატიურ კორპუსს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაძლო დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდებოდა გუშინ საღამოს, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით საელჩოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს.

ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ არის დედის გინება, უხეში ქცევა, გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს, როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო-ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. იმიტომ რომ ძალიან უხეშად დაირღვა, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს დალუქული, უნდა იყოს ბოლო წუთში გადაცემული და ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ“, - განაცხადა რულოვსმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics