08:59 - 22 Aug, 2019
2019-05-15 10:44:56, 390 ნახვა
სსგს პირობით მსჯავრდებულებსა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მისჯილ პირებს დაასაქმებს

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მისჯილ პირებს და პირობით მსჯავრდებულებს სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს.

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თათია ხოჭოლავა სააგენტოში პრობაციონერებს  შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობები გააცნეს.

  სამუშაო ადგლების არ არსებობის გამო, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მისჯილ პირებს, მიუხედავად მათი სურვილისა, ხშირად არ ქონდათ შეფარდებული სასჯელის მოხდის შესაძლებლობა.

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად ჩაერთო პრობაციონერების დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით,  პირველ ეტაპზე  30   ბენეფიციარი შეირჩა.

  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში  სამოქალაქო აქტების გაციფრულების პროცესი (დიგიტალიზაცია) მიმდინარეობს, რაც საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის რეფორმის ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.  ბენეფიციარები სააქტო ჩანაწერების გაციფრულებაში მიიღებენ მონაწილეობას.

 აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არის არასაპატიმრო სასჯელის ერთ-ერთი სახე, რომლის აღსრულება მსჯავრდებულს დაკისრებული აქვს სასამართლოს ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით. იგი გამოიყენება როგორც ძირითადი, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით.

 სააგენტოს თავისი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აღნიშნული ინიციატივით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბენეფიციართა დასაქმების პროცესში, რითაც ხელს უწყობს საზოგადოებასთან მათ ინტეგრაციას და რესოციალიზაციას.

  

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics