11:03 - 24 Aug, 2019
2019-05-15 10:34:41, 329 ნახვა
წყლის რესურსების მართვის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვა გაიმართა

პროექტის EUWI+ (ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის) ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საჯარო დიალოგის ფორმატში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს.

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EUWI+ პროექტის მხარდაჭერით,  ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო.

საჯარო დიალოგის ფორმატში, ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება, რათა მათი პოზიცია სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს იქნას გათვალისწინებული. აღნიშნული შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მეტი ჩართულობის მნიშვნელობისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას.

შეხვედრას ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ენერგო-პრო ჯორჯიას რეგიონული სერვის ცენტრების წარმომადგენლები, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" პროექტის გუნდი, თიანეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics