06:21 - 22 Sep, 2019
2019-05-14 16:52:34, 607 ნახვა
მამუკა მდინარაძე: გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე არაფერი გვესაქმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში ვიზიტს უმრავლესობა არ უნდა დაესწროს.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოება ქობულიას პოსტიდან წასვლის შესახებ სრულადაა ინფორმირებული და ეს ყველაფერი უბრალოდ „ნეგატიური პიარის“ ნაწილია.

„მე მგონია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ უნდა დაესწრონ და ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდიდან წასული დეპუტატების და გუნდიდან წასული მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ მგონია, რომ არაფერი გვესაქმება და ასევე საზოგადოებამ უკვე იცის და ხვდება კარგად კონკრეტულ მიზეზებს თუ რატომ გადადგა კონკრეტული ადამიანი თანამდებობიდან. დანარჩენი არის ნეგატიური პიარის ნაწილი, რაც მათი საქმეა, მათი უფლებაა. ყოველ შემთხვევაში განაწყენებული, გუნდიდან წასული ადამიანების შეკრებას ბუნებრივია ჩვენ არ დავესწრებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

#სირცხვილია - საპროტესტო აქცია გრძელდება






მრავალათასიანი აქცია და მისი ორგანიზატორების მოთხოვნები
ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შეეზღუდება - სკანდალური კანონი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics