13:58 - 20 Aug, 2019
2019-05-14 16:34:17, 473 ნახვა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ომის ვეტერან ქეთევან ლორიას 96 წლის იუბილე მიულოცა

II მსოფლიო ომის ვეტერან ქეთევან ლორიას დაბადებიდან 96 წელი შეუსრულდა.

ღვაწლმოსილ ქალბატონს დაბადების დღე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის სახელით ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მიულოცა.

მინისტრთან ერთად დღეს ქეთევან ლორიას სტუმრობდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი. შოთა ყიფიანმა მას საქართელოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მადლობის წერილი გადასცა.

ქეთევან ლორიამ II მსოფლიო ომში სამი წელი და ხუთი თვე დაჰყო. მას პედაგოგიური სამიანობის 56 წლიანი გამოცდილება აქვს. ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.

ამჟამად ბათუმში 1941-1945 წლების ომის 16 ვეტერანი ცხოვრობს.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics