11:04 - 24 Aug, 2019
2019-05-14 16:23:00, 486 ნახვა
გეგეშიძე: ხელს შევუწყობთ გახარიას, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპოლიტიკური აპარატი, რომელიც ნებისმიერ მთავრობას მოემსახურება

ექსპერტებთან გიორგი გახარიას სამუშაო შეხვედრის შემდეგ, არჩილ გეგეშიძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ აღნიშნა, რომ ექსპერტები ხელს შეუწყობენ გიორგი გახარიას იდეის რეალიზაციას, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპოლიტიკური აპარატი. აპარატი რომელიც დააგროვებს ინსტიტუციონალურ მეხსიერებას და მოემსახურება ნებისმიერ მთავრობას. 

„დღეს ჩვენ ბატონი გიორგი შეგვხვდა როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ამ რანგში და არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. მან წარმოგვიდგინა თავისი ხედვა, თუ როგორ იქნებოდა სწორი საქართველოში, გამომდინარე ყველა იმ სპეციფიკიდან, რომელიც ქვეყნას გააჩნია - როგორც მდებარეობით, თავისი სამეზობლოთი, თავისი შიდა თუ საგარეო კონტექსტი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე როგორ იქნებოდა უფრო სწორი აეწყოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დაეფუძნება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ იქნება მხოლოდ ვარაუდზე დამყარებული, არამედ იქნება ანალიტიკურ მსჯელობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, უფრო ეფექტიანი და უფრო ზუსტად რომ პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას - აი ასეთი გადაწყვეტილებების სისტემის მიღება უნდა უსაფრთხოების კუთხით. 
მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნას აპარატი, რომელიც იქნება აბსოლუტურად აპოლიტიკური და მას სურს, რომ ქვეყანაში დაგროვდეს ერთგვარი ინსტიტუციონალური მეხსიერება უსაფრთხოების ყველა ასპექტთან დაკავშირებით - საგარეო იქნება, პოლიტიკური, ეკონომიკური იქნება თუ გარემოს დაცვითი და ა.შ. გიორგი გახარიას აქვს სურვილი, რომ ეს ინსტიტუტი იქნება აპოლიტიკური, გრძელვადიან პერსპექტივაში მოემსახურება ნებისმიერ მთავრობას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, რომლის შედეგადაც, ალბათ სამთავრობო ცვლილებები იქნება უფრო ხშირი და ამან არ უნდა იმოქმედოს იმ ინსტიტუციურ მეხსიერების დაგროვების პროცესზე, რომელიც გამოხატა ბატონმა გიორგიმ. 

სწორედ, ამ საწყისი პოზიციიდან გამომდინარე მან გაგვიზიარა თავისი სურვილი რომ ითანამშრომლოს ჩვენთან. ჩვენც დიდი ინტერესით შევხვდით ამ წინადადებას. ჩვენის მხრივ შევეცდებით, რომ შეძლებისდაგვარად ამ სწორი იდეის რეალიზაციას ხელი შევუწყოთ. თუ რა გამოვა ამას დრო გვიჩვენებს. მე, პირადად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics