09:31 - 22 Aug, 2019
2019-05-14 14:53:39, 606 ნახვა
ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს - პარლამენტი ახალი პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა იწყება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელი იქნება ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, მასში მონაწილეობა, ცხოველთა ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა და პროპაგანდა. ცხოველთა ორთაბრძოლებს აქამდე მუნიციპალიტეტები არეგულირებდნენ და კანონში გაწერილი არ იყო.

"1. დაუშვებელია ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა. 2. აკრძალულია თუ პირი: ა) ცდილობს მოაწყოს ან აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს; ბ) შეგნებულად იღებს ფულს ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით; გ) ავრცელებს ინფორმაციას ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ; დ) საკუთარი ან სხვისი ცხოველით მონაწილეობს ცხოველთა ორთაბრძოლებში; ე) წვრთნის და ამზადებს ცხოველებს ორთაბრძოლაში მონაწილეობისათვის; ვ) იყენებს ან სხვას რთავს ნებას თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს ორთაბრძოლების მოსაწყობად; ზ) შეგნებულად იღებს და ავრცელებს ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეოს.და ფოტოგამოსახულებებს ან ინახავს მათ, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით".

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების პარალელურად ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსშიც შევა და ცხოველთა ორთაბრძოლების მოწყობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

"სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების პროექტით: ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცხოველთა ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირისმიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისითვის ასეთის ნების დართვა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ,ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე", - აღნიშნულია კანონპროექტში. 

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა კუდისა და ყურების კუპირება (მოჭრა). ასევე კლანჭებისა და ეშვების დამახინჯება, ხმის იოგების მოცილება და სხვა ვეტერინარული პროცედურები, რომელიც ცხოველის გარეგნობისა და ფიზიოლოგიური ფუნქციების შესაცვლელად იქნება გამიზნული.

"დაუშვებელია: ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდისკუპირება, ხმის იოგების, კლანჭების და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, სმენისდაქვეითება და სხვა), ასევე, შინაური ბინადარი ცხოველის სხეულის ნაწილის, რბილი ქსოვილების ან/და ძვლების, სტრუქტურის შეცვლა.

გამონაკლისს წარმოადგენს შინაურბინადარი ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები", - ნათქვამია კანონპროექტში. 

დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics