08:58 - 22 Aug, 2019
2019-05-14 14:59:22, 639 ნახვა
გახარია - შსს ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნარკოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ცვლილების ინიციატორი ვერ იქნება, თუმცა ის იქნება ეფექტური პარტნიორი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის.

„მე თავის დროზე გავეცი დაპირება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი და ეფექტური პარტნიორი საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომელიც ებრძვის ნარკოდანაშაულს, ნარკოტიკების გავრცელებას, რეალიზაციას, ის ვერ იქნება ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი და ინიციატორი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, იგივე დაპირებას გავცემთ და ვიქნებით აბსოლუტურად ადეკვატური და ეფექტური პარტნიორები, მაგრამ თუ მეორე მხარე არ გააქტიურდება და ამ მიზნის მისაღწევად არ გადადგამს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოპოლიტიკის ინიციატორი ვერ იქნება“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics