13:39 - 24 Aug, 2019
2019-05-14 14:55:11, 445 ნახვა
გახარია ზუგდიდის ინციდენტზე: ყველა ექსცესი გამოძიებული იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარეა დამნაშავე

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრის ბოლოს, გიორგი გახარიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ზუგდიდში მომხდარ ინციდენტებს, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული.

„ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და ჩვენთვის არ აქვს  მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი. ჩვენ როგორც წინა არჩევნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებები მივიღეთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები  შეფასებული იყო როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე - მიეცემა პასუხისგებაში.

არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.“ განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics