11:05 - 24 Aug, 2019
2019-05-14 13:25:44, 407 ნახვა
ქანთარია ოპოზიციას: ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები

 „ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია, მაგრამ მეტ-ნაკლებად იზრდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

როგორც მან განაცხადა, იმედია არჩვნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

„ბოლო ხანებში მე ვხედავ, უკვე გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებას „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაცია გადაიყვანონ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში. ვფიქრობ, სამართალთან მათი საუბარი არის გამორიცხული, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები, რომელიც მოჭრილია, მაგრამ მეტ-ნაკლებად იზრდება. მაგრამ ეს არ გაძლევთ საშუალებას იმისას, რომ სამართლიანობის ის თეზები, რომელიც თქვენ მოგაქვთ ხოლმე ხალხმა დაიჯეროს. ალბათ სხვა ხერხებზე უნდა გადახვიდეთ და დაემორჩილოთ იმ წესებს რა წესებიც მიღებულია საერთაშორისო სამართლით. მცდელობა არის სწორედ, როგორც სამეგრელოში ისე სხვა კუთხეებში, ვხედავ ამ შუალედურ არჩევნებზე. ეს არჩევნები მაინც არის პრინციპული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელოს მოსახლეობა არ გააცინებს მტერს“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics