11:33 - 24 Aug, 2019
2019-05-14 13:05:27, 397 ნახვა
კახეთის რეგიონში 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა

კახეთის რეგიონში „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებს  „პალდოველი 2014“ და  „კვეტერა“ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე  კახეთის რეგიონში პროგრამაში ჩართული კოოპერატივების მეპაიეებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა  90 % -იანი თანადაფინანსებით მიიღეს  ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პალდოველი 2014“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში საქმიანობს, მასში 25 ადგილობრივია გაერთიანებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კვეტერა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძებშია რეგისტრირებული და 20 მეპაიეს აერთიანებს.  ჯამში კოოპერატივებში მობილიზებული ფურების რაოდენობა 414 ფურს შეადგენს.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  კოოპერატივ „პალდოველი 2014-ს“  442 ჰა, ხოლო  კოოპერატივ „კვეტერას“ 309 ჰა სათიბ-საძოვარი  25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა.

სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული. 

                                                             

 

 

(NS)                                  




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics