22:00 - 24 Aug, 2019
2019-05-14 11:52:59, 538 ნახვა
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ უპრეცედენტო სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის 2018 წელს დაწყებული ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, სამედიცინო სერვისებით,  სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლებენ.

დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ლიბერთის სოციალური ბარათის 11 250-მა მფლობელმა ისარგებლა. ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ, დამატებითი უფასო კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 3157 პაციენტს ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.

ახლა უკვე, რეგიონში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების, ასევე სხვა სახის გამოკვლევების ჩატარებას უფასოდ ან დიდი ფასდაკლებით შეძლებენ.

„სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა გადაგვაწყვეტინა გავაფართოვოთ და უფრო მასშტაბური გავხადოთ სპეციალურად შემუშავებული უპრეცენდენტო პროგრამა. დღეიდან, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ყველაზე მიუვალ ადგილებში მცხოვრები პირები შეძლებენ სამედიცინო სერვისების მიღებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი მუდმივ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

„ნიუ ჰოსპიტალსი მზად არის განახლებული, უფრო მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის გასამართად. 127 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მიუვალ ადგილებშიც ჩაატარებს ოფთალმოლოგიური დაავადებების სკრინინგს მათთვის, ვისთვისაც ეს სამედიცინო სერვისები აქამდე ხელმიუწვდომელი იყო“, - განაცხადა „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა.

 

 

 

(R)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics