11:53 - 24 Aug, 2019
2019-05-14 11:48:25, 631 ნახვა
ბორცვაძე - კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის გახსნილი ფაქტებისა და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების ამოღების შესახებ ბრიფინგი გამართა.

ბრიფინგის ბოლოს, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა 1 წლის წინ კლუბებში ჩატარებულ ღონისძიებებს.

„მას შემდგომ, რაც ჩვენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ. ამავდროულად, ამ საგამოძიებო მოქმედებებით, ჩვენ ვამხილეთ 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც კლუბების შიგნით და ასევე, კლუბების მიმდებარედ,  ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებას. დღევანდელი მოცემულობით რვავე ნარკორეალიზატორის მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ეს არის ის რეზულტატი და ის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებების შედეგად მივიღეთ“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics