14:14 - 20 Aug, 2019
2019-05-14 10:05:48, 420 ნახვა
მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს

მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს.

უსუფაშვილი ბლოკი „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“  კანდიდატთან ერთად  მთაწმინდაზე ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა რომ სწორედ შავგულიძისაირი ადამიანები ჭირდება პარლამენტს მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.

„დღეს, კიდევ ერთხელ შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო.  მე მოსახლეობას  ვუთხარი, რომ შალვას არჩევა კი არაა სწორი პარლამენტში შალვას პარლამენტიდან გამოშვებაა არასწორი , მას უნდა მივუსაჯოთ პარლამენტის წევრობა , ის ჭირდება ქვეყანას და პარლამენტს.

   სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში ,იმიტომ რომ მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა პრაქტიკულად იდეალური პარლამენტის წევრის სახეს ,მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს  ქვეყნისთვის.

 გარდა ამისა არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ცვლილებები და დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით,რომლებიც მოტივირებულები არიან საქმეზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics