11:06 - 24 Aug, 2019
2019-05-14 10:03:04, 603 ნახვა
ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოკითხავენ

ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ციხის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით „მატროსოვის“ ციხეში დღეს 13:00 საათზე გამოკითხავენ.

მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს საგამოძიებო უწყების მხრიდან სათანადო რეაგირება აქამდე არ მოყოლია.

„შევალთ 13:00 მასთან დასაკითხად, სიმართლე გითხრათ არ გვაქვს რაიმე ახლის მოლოდინი, იმიტომ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მიცემული ჩვენება. ხელისუფლებას ნაკლებად გვგონია, რომ სურდეს ამ საქმის გამოძიება. მით უმეტეს, ამდენი ხანი გავიდა, სამჯერ შეწყვიტეს ეს საქმე და მერე სამჯერ განაახლეს. ისინი უბრალოდ იძულებულები გახდნენ იმიტომ, რომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა დიდმა პალატამ სტრასბურგის სასამართლოში“, - აღნიშნა ადვოკატმა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics