13:40 - 24 Aug, 2019
2019-05-13 17:25:44, 546 ნახვა
სააკაშვილი: მეც მომიკლეს შვილები - საქართველოს პარლამენტი, ქართული ჯარი და ქართული სამხედრო წარმოება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას თავი შვილმკვდარ მამას შეადარა.

მისი თქმით, ის თავის შვილებად მიიჩნევს ქუთაისის პარლამენტს, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, ქართულ ჯარს, სამხედრო წარმოებას და ჯანდაცვის სისტემას, რომლებიც, მისი თქმით ამ ხელისუფლებამ მოუკლა.

„მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული. მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისი პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა. ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ქართული სამხედრო წარმოება რომელიც მომიკლეს. მე ვარ ნამდვილად შვილმკდარი მამა, შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს , მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics