13:52 - 20 Aug, 2019
2019-05-13 16:27:41, 523 ნახვა
ნათია თურნავა: რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამეგრელოში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერს ესტუმრა და მოსახლეობას გაზიფიკაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

მინისტრმა ადგილობრივებს გაზიფიცირების 3-წლიანი სამთავრობო  გეგმის დეტალები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად გააცნო.

 როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, გასული წლის შემოდგომაზე, გაზიფიკაციის წინა ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით სამეგრელოს  ვიზიტისას მოსახლეობას  რეგიონის სრულ გაზიფიკაციას დაპირდა, რაც წარმატებით შესრულდება. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის ამ ეტაპის შემდეგ  სამეგრელოს 75 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

„მოსახლეობას დავპირდით, რომ გამოტოვებული, დარჩენილი სოფლები, ახალი დასახლებული პუნქტები, ისეთები, სადაც ისტორიულად არ ყოფილა გაზი - ყველას მოვიცავთ. ახლა ვასრულებთ ამ დანაპირებს. 3-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილი გვაქვს გაზის შეყვანა საქართველოს მასშტაბით 226 სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში, აქედან 75 სამეგრელოს რეგიონს ეკუთვნის. მათ შორის, ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, წელს, სულ ორიოდე თვეში ვიწყებთ მკვებავი მილსადენების შეყვანას ამ მიმართულებითაც", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რეგიონების გაზიფიკაცია  სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს!", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics