18:46 - 17 Jul, 2019
2019-05-13 15:06:57, 556 ნახვა
პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის 1.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს

პენტაგონი აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1.5 მილიარდ დოლარს გამოჰყოფს, - ამის შესახებ The Washington Post იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხარჯების ნაწილი გამოიყოფა იმ პროგრამებიდან, რომელიც ატომურ ბალისტიკური რაკეტის პროექტს და კოსმოსურ ცდებს მოიცავს. ამასთან, თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანხანის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ პროექტებს $1,5 მილიარდი მოაკლდება, აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას პრობლემა არ შეექმნება.

„ჩვენ დაფინანსება შევუმცირეთ ისეთ პროგრამებს, რომელიც ზედმეტად ხარჯიანია“, - განაცხადა პატრიკ შანხანმა.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც WP-ს ხელში ჩაუვარდა, ხსენებული თანხით 128 კილომეტრიანი სიგრძის კედელი აშენდება. 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ივანიშვილი ფსიქოპატია, მისი დრო წასულია - სააკაშვილმა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა
გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატია, რუსული ბაზრის მოწინააღმდეგე - ქვეყნის მტერია - ივანიშვილი აქტუალურ კითხვებს პასუხობს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics