11:27 - 18 Oct, 2019
2019-05-13 14:44:16, 557 ნახვა
ფოფხაძე: „ოცნება“ ვიღაცის შეკვეთების შემსრულებელი ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური იდეების გენერატორი

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის აზრით, „ქართული ოცნების“ გასაჯანსაღებლად პარტიის შიგნით აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა უნდა იყოს დაცული.

მისი შეფასებით, „ოცნება“ ვიღაცის შეკვეთების შემსრულებელი ორგანიზაციაა და არა პოლიტიკური იდეების გენერატორი.

„მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს უნდა, რომ "ქართულ ოცნებაში" პოზიტიური პროცესები დაიწყოს და ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გააჯანსაღოს, არა იმდენად ახალი სახეების მოზიდვაზე უნდა იფიქროს, არამედ თვითონ გუნდის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში დემოკრატიული სტანდარტის დამტკიცებაზე, რადგან ვინც არ უნდა მოიყვანო ამ მოცემულობაში, ან უნდა დააყენო იმ რეალობის წინაშე, რომ ის იქნება უბრალოდ მოლაპარაკე თავი და ვიღაცის უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციებს გააჟღერებს, და საკუთარი მოსაზრება არ ექნება, ან სხვანაირად ის ამ ჯგუფში არსებობას ვერ შეძლებს. ამიტომ, ახალი სახეები თუ მარტო იმისთვისაა საჭირო, რომ საზოგადოებას განახლების ილუზია შეუქმნან, ეს  პოზიტიურად ნამდვილად არ უნდა იქნეს განხილული არავის მიერ. თუ სახელისუფლებო გუნდს მართლა უნდა რაიმე შეცვალოს, უნდა დაიწყოს იმით, რომ დემოკრატიული შიდა პოლიტიკური პროცესი უნდა დაამკვიდრონ, რაც ქართულ ოცნებაში არ არის, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი წამოვიდა ქართული ოცნებიდან. ჩემი აზრით, ეს ადამიანები თავისი პრინციპებისა და ღირებულებების გამო წამოვიდნენ, რაც ქართული ოცნებისთვის ჯანსაღი პროცესი არ არის, პირიქით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქართულ ოცნებაში დამოუკიდებელ აზრს დიდი პერსპექტივა და არსებობის შესაძლებლობა არ აქვს. ამიტომ მთავარი პრობლემა, რაც მგონია, რომ არის "ქართულ ოცნებაში", იმის დანახვა არავის არ უნდა, ეს არის ის, რომ ის უბრალოდ წარმოადგენს ვიღაცის შეკვეთების შემსრულებელ ორგანიზაციას, ადვოკატურას სხვისი პოლიტიკური პოზიციების დასაცავად და არ წარმოადგენს პოლიტიკური იდეების გენერატორს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც საერთოდ აინტერესებს ქვეყნის მომავალი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

პარლამენტის პლენარული სხდომა






პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რომან კაკულია - „ენდიაის“ კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics