22:12 - 24 Aug, 2019
2019-05-13 14:39:00, 549 ნახვა
თურნავა: „ენგურჰესი“ არის ერთ-ერთი იმ ძაფებისგან, რაც დღეს გვაერთიანებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან

„ენგურჰესი" არის ერთ-ერთი იმ ძალიან მცირე ძაფებისგან, რაც დღეს დაგვრჩა და რაც გვაერთიანებს აფხაზეთთან, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან. ყველანი უნდა მოვუფრთხილდეთ ამ ძაფებს, იმას, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღესაც, მტრის მცდელობის მიუხედავად, ერთიანია. ჩვენ ენერგეტიკულ სფეროში ტერიტორიული მთლიანობა, შეიძლება ითქვას,  შენარჩუნებული გვაქვს",  -  ამის შესახებ ნათია თურნავამ სამეგრელოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპსასუხოდ  განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება საქართველოს სუვერენული ინტერესია და ამ თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება მიუღებელია.

 „რაც შეეხება იმ ცრუ და სრულიად გადაუმოწმებელ, აბსურდულ ე.წ.„ ვერსიებს", თუ რატომ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას ენგურჰესიდან - ენგურვარდნილის კაშხალი არის ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, მრავალი წელია, ენგურჰესი ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს, მათ შორის აფხაზეთს და ეს დღესაც ასეა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამორალურია ამ საკითხის და ჩვენი სუვერენული ინტერესის გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკურ დებატებში ვიღაცას ვავნოთ, ეს მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ეს მიუღებელია!"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics