22:08 - 24 Aug, 2019
2019-05-13 13:40:04, 496 ნახვა
მათიკაშვილი იუსტიციის საბჭოდან არამოსამართლე წევრების გაწვევაზე: ოპონენტებს სასამართლოს ჩიხში შეყვანა სურთ

პარტია "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი  აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების  შესარჩევი პროცედურები იმგვარადაა გაწერილი, რომ ინტერესთა კონფლიქტი  გამორიცხულია.

 მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას.

„მთელი პროცედურა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედაა გაწერილი, მათ შორის ე.წ.  ამერიკული მოდელია გამოყენებული, როდესაც კომიტეტზე თითოეული კანდიდატის მიმართ ის კითხვები იქნება დასმული, რაც საზოგადოებას აინტერესებს და,  ასევე, შესაბამისი პასუხები მოსმენილი. საზოგადოებას ახსოვს, რომ ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სურთ სასამართლოს კოლაფსი, სასამართლოს ჩიხში შეყვანა და მაშინ, როდესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა დადგენილია, რაც უკვე დაიწყო შერჩევის პროცესი, ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან გაუგებარ მოთხოვნებს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრების გამოწვევის შესახებ, რაც არანაირად არ შეესაბამება დღეს არსებულ რეალობას. ასევეა მოთხოვნა კომიტეტის განსახილველ საკითხებში მათი ჩასმის, რაც აუცილებლად პროცედურულად იქნება დარეგულირებული და შესაბამის ვადებში წარმოდგენილი.

მოგეხსენებათ, ეს კანონი ადგენს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის პლაცდარმს, ინტერესთა კონფლიქტი, ფაქტობრივად, შერჩევის დროს გამოირიცხება, იმ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე და რეგულაციებიდან გამომდინარე, რაც ამ კანონში არის მიღებული",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics