13:53 - 20 Aug, 2019
2019-05-13 13:35:27, 475 ნახვა
პრემიერი: გუშინდელი ტექნიკური ხარვეზის თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი

 „გუშინდელი ტექნიკური ხარვეზის თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს წარმოქმნილ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics