13:54 - 20 Aug, 2019
2019-05-13 12:39:59, 486 ნახვა
ბესელია: პოლიტიკაში ტრენინგებითა და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით თავის დამკვიდრება არ ხდება

პოლიტიკაში ტრენინგებით მხოლოდ და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით ან კარგი პერსონალური CV- ით არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარტია „ქართულ ოცნებაშო“ მიმდინარე განახლების პროცესს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, აღნიშნულ პროცესს არასერიოზულად აღიქვამს.

„ვინ იქნება წარმოდგენილი პარტიის ოფისში, ჩემთვის ეს არ არის საინტერესო საკითხი უკვე, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მომავალი არჩევნებისთვის რა ვითარება და სურსათი გვექნება. ეს არჩევნები ჩემთვის განიხილება, როგორც საშუალება და არა მიზანი იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება, რაც ქვეყანაში არის, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის უსამართლობის განცდა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა, ბევრი პრობლემა, რაც ადამიანებს აქვთ, ამის გადაწყვეტისთვის საჭირო არის არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება. პოლიტიკაში ტრენინგებით მხოლოდ და სწავლების რამდენიმედღიანი კურსით ან კარგი პერსონალური CV- ით არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა. ამიტომ, ცოტა არასერიოზულად ვუყურებ მართალი გითხრათ, ასეთ მიდგომას“, - აღნიშნა ბესელიამ.  




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics