09:30 - 22 Aug, 2019
2019-05-13 12:30:47, 450 ნახვა
წელს რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა

წელს საქართველოს ფოსტის ეგიდით რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 3 საუკეთესო ნაშრომი: I ადგილი - მარიამ ქართველიშვილი, II ადგილი - ნურიდა ბაირამოვა, III ადგილი - გიორგი აბესალაშვილი.                                

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“.  „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის I ადგილის გამარჯვებული 12 წლის მარიამ ქართველიშვილი,  წერილი „ჩემი გმირი“ , რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.  აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილის მიერ მეტად საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics