22:01 - 24 Aug, 2019
2019-05-13 12:27:21, 516 ნახვა
ივანე მაჭავარიანი: მიმდინარე ხარჯები შემცირების ტენდენციას განაგრძობს

მიმდინარე ხარჯები განაგრძობს შემცირების ტენდენციას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ  ბრიფინგზე.

როგორც მან განაცხადა მიმდინარე ხარჯები 2016 წელს არსებული 26,0 პროცენტიდან  2018 წელს შემცირდა 23.1 პროცენტამდე, ასევე,  მნიშვნელოვნად დაჩქარდა კაპიტალური ხარჯები.

„დღეს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, ისევე როგორც ქვეშეთი-კობის მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მონაკვეთზე სამუშაოები ან დაწყებულია ან ტენდერის ბოლო ეტაპზეა. ყველა ეს კაპიტალური ხარჯი სრულად არის გაწერილი ჩვენს ფისკალურ ჩარჩოში და მათზე დაფინანსება სრულად არის მოძიებული საფინანსო ინსტიტუტებიდან" , - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალურ დეფიციტზე და აღნიშნა, რომ ის სტაბილურად მშპ-ის 2.5 პროცენტის ფარგლებშია.

„ეს არის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს გარანტია", - განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს პროგრესი საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია.

ივანე მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს და მის გუნდს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და   მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფონდთან მიმდინარე პარტნიორობა წარმატებით გაგრძელდება მომავალში.

   

 

(NS)




ავტორი: სალომე უბირია, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2017 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






პრეზიდენტი ამაზონის ტყის ხანძარს ოპერატიულად გამოეხმაურა
ამაზონის ჯუნგრებში ხანძარს ფერმერები, შესაძლოა, გამიზნულად აჩენენ [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics