09:34 - 22 Aug, 2019
2019-05-11 15:12:50, 669 ნახვა
საქართველოს ელჩი: თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას არ დაუშვებენ

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში, საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები ამ დროისთვის შეწყვეტილია.

ელჩის თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე ის თურქეთის შესაბამისი უწყებებს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. მოგვიანებით თურქულმა მხარემ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღება მათთან შეთანხმების გარეშე, ადგილობრივების მხრიდან მოხდა და შესაბამისი ზომები უკვე მიღებულია.

„სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელებისთანავე, გუშინ, გვიან საღამოს დავუკავშირდით თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და მუზუემების გენერალური დირექტორის მოადგილესა და ამავე დირექტორატის რესტავრაციის სამმართველოს უფროსს. თურქული მხარის თქმით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას დოლისყანის ტაძარში საპირფარეშოს მშენებლობის შესახებ და ასევე, არ გააჩნიათ მსგავსი პროექტი, თუმცა, შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად გამოიკვლევდნენ ამ საკითხს. ასევე, მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ადგილი აქვს ადგილზე თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ დაუშვებენ მსგავს მშენებლობას.

ზემოაღნიშნულმა პირებმა დაავალეს ართვინის კულტურის სამსახურის უფროსს ადგილზე თანამშრომლების მივლინება და საკითხის შესწავლა.

ახლახან დაგვიკავშირდა რესტავრაციის სამმართველოს უფროსი, რომელმაც გვაცნობა, რომ ადგილობრივების მხირდან მოხდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რის შესახებაც კულტურის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო. მისი თქმით, მათ უკვე მიიღეს ზომები და არ დაუშვებენ დოლისყანის მონასტერთან საპირფარეშოს მშენებლობას. ასევე, შედგა კომუნიკაცია სოფლის რწმუნებულთან, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოები უკვე შეწყვეტილია“, - აცხადებს გიორგი ჯანჯღავა.

შეგახსენებთ, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, რომ კარიბჭეში ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული ასევე, ჩალაგებულია მილები და ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, გადაცემა #სირცხვილია - კურიერის ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი






გაბუნია, კვესიტაძე, მელაძე და ჟორჟოლიანი რუსთავი 2-დან გაუშვეს
„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics