13:52 - 20 Aug, 2019
2019-05-11 14:18:36, 663 ნახვა
პრემიერი კახეთის სტიქიაზე - შექმნილია სპეციალური შტაბი და ვფიქრობ, თავს გავართმევთ

„გაზაფხულის პერიოდს სტიქია ახასიათებს, ამიტომ ჩვენი სამსახურები მობილიზებულები იყვნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს კახეთის სტიქიაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე სპეციალური შტაბია შექმნილი და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„სტიქიას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ზოგადად გაზაფხულის პერიოდს ეს ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და შტაბი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავართმევთ თავს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, კახეთში, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

ბახტაძის შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუცოში






„ნულოვანი ტოლერანტობიდან“ - ციხეების გაუქმებამდე - სააკაშვილის სარეკლამო კლიპი [ვიდეო]
ბოლო 6 თვეში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4059 ქალი გახდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics